არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ღია წერილით მიმართავს.
„ბატონო შალვა, ოპოზიციურ მედიაში, თითქმის 24 საათის განმავლობაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმავე სულისკვეთების მქონე რუსული კანონის ასლი. ხელისუფლება კი მას ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს.
ბატონო შალვა, იქნებ მიმართოთ ამერიკის საელჩოს და სთხოვოთ, მოგაწოდონ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. ეს, ერთი მხრივ, მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და, მეორე მხრივ, გამოააშკარავებს, თუ ვის მხარესაა სიმართლე“, – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.
