Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტობრივად, კრაზანების ბუდე დაარბია, “ხალხის ძალის” ინიცირებულმა კანონპროექტმა – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 28/02/2023
ზურაბ ქადაგიძე

ფაქტობრივად, კრაზანების ბუდე დაარბია, “ხალხის ძალის” ინიცირებულმა კანონპროექტმა… აიშალნენ, აგრესიულები გახდნენ და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. არა და მხოლოდ გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულებასა და ღიაობაზე არის საუბარი”- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

თუმცა იმდენად თვალნათელია ეს აგონია და კონტროლის დაკარგვა,რომ საქმე არც გამჭირვალობაზე და მითუმეტეს,არც კანონის ავკარგიანობაზეა.
საქმე ეხება სრულ ლუსტრაციას, როდესაც იმაზე მეტი დაფარული განზრახვა აღმოაჩნდა მავანთ,რომ აგონიაში ჩავარდნენ.

გონივრული ეჭვი არსებობს საზოგადოებაში,რომ არამხოლოდ 10%-იანი ატკატებისა და “გაქეშებული” ფინანსების გარდა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი, პრივილეგირებული ორგანიზაცია მარტივი ფინანსური მაქინაციებით, სრულიად არამიზნობრივად იყენებს დონორებისგან მიღებულ მიზნობრივ გრანტებს.

სხვა ახსნა არ აქვს იმ აგონიურ კამპანიას, რასაც “იაფფასიანი სპეკულაციებით” ცდილობენ ზოგიერთები. ჰო და “პანდორას ყუთიც” გახსნილია, ზოგ-ზოგიერთის საუბედუროდ, “გადარჩენილ იმედამდე” ჯერ კიდევ ბევრი თავსატეხი ამოფრინდება ყუთიდან!”– წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ამ სიცრუეში, სიყალბეში, ფარისევლობაში, ორმაგ სტანდარტებში საქართველოს ადგილი ნამდვილად არაა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.