IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, კახა ოქრიაშვილის პარტია შეუერთდა კოალიცია „ძალა ერთობაშია“-ს.

თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აქამდე მაკავშირებდა ურთიერთობა ამას დავარქმევდი მოკავშირეობას და არა წევრობას. მხოლოდ 2 დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტიას პროგრესი და თავისუფლება.

გვიერთდება ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანიც.

ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისი, წალკის, ბოლნისი, თეთრიწყაროს ოლქში ძალა ერთობაშიას რიგებიდან“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტია ერთსულოვანი იყო ამ შემოერთებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება