IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ არც საშუალოვადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ იარსებებს. ამის შესახებ მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ისევე როგორც ასოცირების შეთანხმება და DCFTA, ეს არის ევროკავშირის არამხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ეს არის ის სიკეთე, რომლითაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე სარგებლობს და უკვე ისარგებლა. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობა და არ უნდა დავუშვათ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

მე ვფიქრობ, რომ არ დაზარალდება ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ეს არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე და დისკომფორტი არ შეექმნათ, რადგან ევროკავშირიდან უკან გამობრუნებულმა მოქალაქემ თავად უნდა იზრუნოს ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, ამიტომ, მათ ექმნებოდათ დამატებითი პრობლემებ, სირთულეები და ამ ცვლილებით მათ ეს სირთულეები შეუმსუბუქდებათ.

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ არც საშუალოვადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ იარსებებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება