ივანიშვილთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი, არც ტელეფონით ვესაუბრები – მან დატოვა პოლიტიკა და შეიძლება რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა მარტივი იქნება

349
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნება“ უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე – მან დატოვა პოლიტიკა. შეიძლება ზოგისთვის რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება, – ასე უპასუხა შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნება“ უკეთესი პარტია იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

როგორც კუჭავამ ბრიუსელში, EURACTIV-თან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი არ აქვს.

„ქართული ოცნება“ უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. უკანასკნელად არჩევნებისას, 31 ოქტომბრის საღამოს ვნახე. მე მასთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი, არც ტელეფონით ვესაუბრები. კონტაქტი არ არის. მან დატოვა პოლიტიკა. შეიძლება ზოგისთვის რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება