IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი დაუმძიმდებათ ბრალდებულებს საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძესაც.

დაკავებულების ადვოკატები პენიტენციურ დაწესებულებაში შედიან და გამომძიებლებს ელოდებიან.

„ველოდებით გამომძიებლის შემოსვლას, ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ფორმულირებით და რა დაზუსტებით შემოვა გამოძიება ჩვენთან მიმართებით. საუბარია სხვა ბრალდებულებზეც“- განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

„საბა ჩხარტიშვილის 3 სექტემბერს დაუმძიმდა ბრალი, მას სსკ 120-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებას. დაზიანებები საბა ჩხარტიშვილს არ მიუყენებია გიორგი შაქარაშვილისთვის, მანამდე დანიშნული ექსპერტიზებით, რომლითაც უნდა დადგენილიყო ორი პირის მიმართ დაზიანებების ხარისხი, აღნიშნული გახდა ბრალის დაზუსტების მიზეზი“ – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი სსკ 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მას სსკ 120-ე მუხლიც დაემმატა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება