IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 262 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 16-ის კი მძიმე.

კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება სამი კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, ჩვენთან გუშინ 14 დადასტურებული შემთხვევა იყო, ორი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა ორი და კვლავ 14 პაციენტი გვყავს. ამ შემთხვევებიდან კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, ასევე ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება