6 თვიანი პოლიტიკური საბავშვო ბაღის მოწყობის შემდეგ, ვეჭვობ, იმ ხმების ნახევარი მაინც მიიღონ შემდეგ არჩევნებზე – მაია ნიკოლეიშვილი

1001
წაკითხვა/ნახვა

მაია ნიკოლეიშვილის პოლიტიკური პოსტი მიმდინარე მოვლენებზე:

“ისევ ინფანტილიზმის ზეობა: პარლამენტში “შეტყუებულ”  ოპოზიციურ პარტიებს (ელისაშვილის და იოსელიანის გარდა), გაუჩნდათ თემა; თამარ ჟვანია რომ არა, თქვენმა მზემ, უკლებლივ ყველა, დამოუკიდებლად, 50-50 %-ს მიიღებდით ცალ-ცალკე და მინიმუმ 4 პრემიერ-მინისტრი გვეყოლებოდა ერთდროულად
სამწუხაროა, რომ ეს რეალურ პოლიტიკაში ხდება!

არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ თამარ ჟვანია კი არა, თემიდა რომ დაჯდეს ცესკოს თავმჯდომარედ, თუ ქართველი ხალხი ხმას არ გაძლევს, ხმები არ გექნება!
გარე ფაქტორებზე გადაბრალებას, პატარძალივით ყველაფერზე “კაპრიზობას”, იქნებ სჯობდეს, მიიწვიონ პროფესიონალი ექსპერტები, რომლებიც რეალურად დაანახებენ მათი არაპოპულარულობის მიზეზებს და მათ მიმართ მზარდი გაღიზიანების ტენდენციებს. იქნებ სჯობდეს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე!

6 თვიანი პოლიტიკური საბავშვო ბაღის მოწყობის შემდეგ, ვეჭვობ, იმ ხმების ნახევარი მაინც მიიღონ შემდეგ არჩევნებზე! დააბრალონ მერე, კვაჭი კვაჭანტირაძეს!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები
მოწონება