სააკაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩარევით კონსტიტუციას არღვევს – კახა კუჭავა

621
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ფაქტია, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს გირაოთი, პირველი, რაც მან გააკეთა, ის გაემგზავრა კიევში, მიხეილ სააკაშვილთან სტრატეგიის განსახილველად- სამწუხაროა, ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მან თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე და პოლიტიკაში ჩარევით იგი არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბრიუსელში EURACTIV-თან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარეშე უკეთესი პარტია იქნებოდა თუ არა, კუჭავა პასუხობს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ ისინი პარლამენტში შევლენ.

ამასთან, კუჭავამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ, უნდა გახდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მზად არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობაზე, ჩვენ გვჭირდებოდა შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ასე, რომ შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ – მათგან მხოლოდ ორმა თქვა უარი – უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.

ის, რაც არ გვინდა ვიხილოთ მომავალში, არის საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი. საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე კვლავ უარს ამბობს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ისინი შემოვლენ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება გვექნება, ისინი გამოთქვამენ თავიანთ შეშფოთებასა და კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან, კომიტეტის სხდომებიდან და არა ქუჩიდან, როგორც ისინი ამას დღემდე აგრძელებენ. ეს თავისუფალი ქვეყანაა. თუ მათ სურთ გამოხატონ პროტესტი, ამის უფლება აქვთ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ქუჩებში იკლებს. ხალხს სურს მათი ხილვა პარლამენტში. ეს არის სტრატეგია, რომელიც მათ ამ დროისათვის აირჩიეს, იქნებ ის უკეთესობისკენ შეცვალონ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, კიდევ ერთხელ: ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ შეშფოთება ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან, სადაც კრიტიკა მიმართული იყო ოპოზიციის იმ ნაწილისადმი, რომელიც არ გამოხატავს მზაობას შემოვიდეს პარლამენტში. ამ ქვეყანამ, თავისი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოწვევებიდან გამომდინარე, არსებული საკითხები საჭიროა განიხილოს პარლამენტში და არა ქუჩაში.

ფაქტია, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე [ნიკა მელია] პატიმრობიდან გაათავისუფლეს გირაოთი, პირველი, რაც მან გააკეთა, რომ ის გაემგზავრა კიევში, მიხეილ სააკაშვილთან სტრატეგიის განსახილველად. სამწუხაროა, ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მან თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე და საქართველოს პოლიტიკაში ჩარევით იგი არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას” , – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება