Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მჯერა, რომ სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანებას – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 25/02/2023
თეა წულუკიანი

მჯერა, რომ სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანებას, შეეგუება სასჯელს, იქნება ჯანმრთელად და კარგად, და ვერავითარი ლობისტური საქმიანობა ამ სასჯელაღსრულების პროცესს ვერ შეუშლის ხელს – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის

„ყველამ ვიცით, იქნება ეს სააკაშვილის ოჯახი, ამ შემთხვევაში, მშობელი დედა, პარტია თუ ის, რაც დარჩა ამ პარტიისგან, ყველა ღონეს იყენებენ, რათა დიდი თანხა დაიხარჯოს ლობისტურ პროცესზე, ანუ იმის ადვოკატირების პროცესზე, რომ თითქოს სააკაშვილი არ იხდის სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდეს. ვხედავთ, რომ კანონის საფუძველზე სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის. რბილად რომ ვთქვა, არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის. ალბათ მომავალშიც გააგრძელებენ ამ თანხების ხარჯვას, იქნებ როგორმე მიაღწიონ ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს ეს დანაშაულები ჩადენილი პრეზიდენტის თანამდებობიდან. შესაბამისად, მე ვემხრობი სასჯელის აღსრულებას. მჯერა, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანებას, შეეგუება სასჯელს, იქნება ჯანმრთელად და კარგად, და, რომ ვერავითარი ლობისტური საქმიანობა ამ სასჯელაღსრულების პროცესს ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა წულუკიანმა

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
Next: თამარა ჩერგოლეიშვილმა “კრემლი დალეწა” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.