IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვუწოდებდი, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს „იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი დადგება ხვალ კენჭისყრაზე, საქართველოს ნორმალურ ქვეყნად განვითარების პერსპექტივა დგას სასწორზე. მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ მას მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ ხვალინდელ საკითხს. საქართველოს სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საარჩევნო სისტემა იყოს. პატიოსანი საარჩევნო სისტემის გარეშე, ნორმალური ქვეყანა არ ვიქნებით. ამისთვის საჭიროა ყველა ძალის მხარდაჭერა. მესმის „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე დღეშია, მაგრამ მოვუწოდებდი, რომ ამ რაღაცაზე მაღლა დადგნენ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხს დაუჭირონ მხარი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE