Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი, ეს არის, თუ როგორ ედგა საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხის სახელით უკრაინას გვერდით

მარშალ პრესი 25/02/2023
შალვა პაპუაშვილი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. გვაქვს ერთი წელი იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, მათ შორის, რა სახის დახმარება აღმოუჩინა საქართველომ უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არ იცავს ნატოს ჯარი და ევროკავშირის ეკონომიკური ქოლგა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის სახელით, უკრაინას გვერდში ედგა.
მისი თქმით, ამ ფაქტს მოწმობს გუშინდელი გაეროს რეზოლუციაც, რომელიც საქართველოს თანაავტორობით იქნა ინიციირებული და მიღებული.

,,ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან, თუკი შევხედავთ და ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელსაც არცერთი სახელმწიფო ჩვენნაირ მდგომარეობაში არ გამოიჩენდა. მაშინ, როდესაც ალყაშემორტყმულ კიევი იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები და ცხადდებოდა ტოტალური ევაკუაცია, ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა. აი, ეს არის, თუ როგორ ედგა საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხის სახელით, უკრაინას გვერდში.

და შემდეგ, ყველა ჩვენი მხარდაჭერა, ყველა ჩვენი ნაბიჯი, გუშინდელი გაეროს რეზოლუციის ჩათვლით, რომელიც ჩვენი თანაავტორობით იქნა ინიცირებული და მიღებული, აჩვენებს იმას, რომ საქართველომ ერთი სანტიმეტრითაც არ დაიხია, უკან ამ მხარდაჭერაში. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს არ იცვას ნატოს ქოლგა; ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ფორმა; ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში დღესაც დგას, საოკუპაციო ჯარი და ამ პირობებში იჩენს საქართველო მხარდაჭერას. ყველას სხვა ვინც არის ამ ალიანსში, იცავს ნატოს ჯარი, ევროკავშირი. მათ არ ჰყავთ რუსეთის საოკუპაციო ჯარი მათ ქვეყანაში, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი ხალხის და ჩვენი ამ ხალხის წარმომადგენელი ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, არის აბსოლუტური, უკომპრომისო და ეს გუშინდელმა რეზოლუციამაც დაადასტურა,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილის დახსნის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი გელათის მხსნელად მოგვევლინა (ვიდეო)
Next: დეკანოიძე ამერიკულ კანონს უწოდებს რუსულს. ამაზე მეტი სითავხედე რა შეიძლება იყოს? – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.