IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 47 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი შუახნის მამაკაცია, ის ტრაილერის მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ, გვიან ღამით კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. შუახნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება