IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პრეპარატებმა გამოიწვიეს. ოჯახის ადვოკატის თქმით, ისინი არ ენდობიან გამოძიებას და დასკვნის უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმებას გეგმავენ.

ამასთან დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილისაა.

“მითითებულია პრეპარატის დოზები და ორგანოები სადაც აღმოჩენილია. დნმ-ის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ცხედარი და ნაცხი, რაც არის აღებული მშობლებისგან იდენტურია,” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ექსპერტიზასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში სპეციალური განცხადება გაკეთდება.

“გავაკეთებთ განმარტებას და ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მოისმენთ პასუხს, დნმ-სთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა, გამოირიცხა, დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს,” – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბარიძემ.

ახალგაზრდა პროგრამისტის დედა სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც მის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი შვილის გარდაცვალება იარაღის უკანონო ვაჭრობის სქემის გაშიფვრას უკავშირდება. კერძოდ, მთიანი ყარაბაღის ომის იარაღით მომარაგების სქემის გაშიფვრას, რომლის დროსაც, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა საქართველოში სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელ ფაილებში შეაღწია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება