IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არ ისვენებს looser  – ლუზერიგვარამია. ხან ბინძური ტყუილების ნიაღვარი, ხან იაფფასიანი ცირკაჩობა, უფრო მეტად კი შეურაცხყოფა და ცილისწამება. ამჯერად, მისი მხრიდან მორიგი ბინძური, აბსურდული ინფორმაცია ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე.”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს ფეისბუქში და ნიკა გვარამიას პოსტს ეხმიანება.

“ჩაჯვი გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები „წმინდა ოჯახის” სინდრომით არიან დაავადებულნი.

ნაცებს ფიზიკურად ძალადობის შესაძლებლობა აღარ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ გაბოროტებულთ, ესაა სიცრუის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა.
ფეიკი მათი არსებობის წყაროა, მათი ბრენდია. ხელისუფლებაში ყოფნისასაც ფეიკით, მოდელირებული რეალობით მართავდნენ ქვეყანას და დღესაც, ფეიკი კაცები, ფეიკი პატრიოტები და დასავლური კურსის ფეიკი მიმდევრები არიან.

გაშმაგებით უტევენ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ ივანიშვილის დამსახურებით ჩამოშორდნენ ხელისუფლებას და სწორედ ბიძინა ივანიშვილია მთავარი გარანტი, რომ მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

ამიტომ ნაცები ყველაფერს კადრულობენ, რომ ივანიშვილის დაზიანება სცადონ. თუმცა, მათი განზრახვა ჩანასახშივე განწირულია. ბიძინა ივანიშვილზე მის მიერ გაკეთებული საქმეები ლაპარაკობენ, ხალხი კი ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს. ამიტომაც, სიცრუის ნიაღვარი მხოლოდ სიცრუის ავტორებსვე დააზიანებს და სხვას არავის.”– წერს გია აბაშიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება