დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გრძელდება

150
წაკითხვა/ნახვა

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა გრძელდება. პარალელურად, შენობის გარეთ მათი ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.

ისინი დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ცნობისთვის, გუშინ ოჯახებმა სავარაუდო დამნაშავის თარჯიმნის ოფისი დაარბიეს. ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია “ბეშიქ-თაშქ გრუპს” თაღლითობაში ადანაშაულებს.

დაზარალებულების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა

კომენტარები
მოწონება