Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას – თურქეთის შს-მინისტრი

მარშალ პრესი 24/02/2023
სულეიმან სოილუ

6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო. იგი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი.

ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო და ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში.

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.

„პირველივე დღეებიდანვე ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლიერება გამოვხატო როგორც პირადად პრემიერ-მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციისადმი, ასევე სამაშველო ჯგუფისადმი, ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მთავრობისადმი ამ რთულ დღეებში თანადგომის გამოხატვისათვის. ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა და საქართველო მუდმივად გამოხატავდა თანადგომას,“- აღნიშნა სულეიმან სოილუმ.

Post navigation

Previous: აკია ბარბაქაძე ორშაბათიდან იწყებს
Next: ეკა მიშველაძის არაამქვეყნიური ყვირილი აქციაზე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.