Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს – პრემიერი

მარშალ პრესი 24/02/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანს გადარჩენა შეძლეს.

“მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საერთოდ არ არის საინტერესო – კახა კალაძე გახარიაზე
Next: ჩვენი ხელისუფლების გონივრული, ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ომი, მეორე ფრონტი, პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.