IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემთხვევების მატება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაა ქვეყანაში.

„ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა ჯერჯერობით არ არის. ჩვენ პირველიც არ გადაგვიტანია ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა გადაიტანეს. სულ ვამბობდით, რომ ყველაფრის გახსნასთან ერთად, ვირუსის შემთხვევების მატება პროგნოზირებადი იყო. ვიცი, რომ ალბათ, ყველას მოვაბეზრეთ თავი ამ თხოვნით, მაგრამ თუ არ გავიკეთებთ ნიღაბს როგორც დახურულ და ისე ღია სივრცეში, როდესაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ვირუსის გავრცელება იქნება. სამწუხაროდ, კორონას სხვა ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, დღეს შეიძლება ბათუმში იყოს შემთხვევების მატება, ხვალ სხვაგან იქნება. ერთი ინფიცირებული საკმარისია იმისთვის, რომ გარშემო მრავალი ადამიანი გახადოს ავად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება