Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება

მარშალ პრესი 24/02/2023
01

საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.

დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა – იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.

Post navigation

Previous: მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად
Next: ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა – პრემიერი ერდოღანთან შეხვედრაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.