რას უკავშირდება ლარის გამყარების ბოლო რამდენიმე დღის ტენდენცია – შეფასებებს ფინანსთა მინისტრი და სფეროს ექსპერტები აკეთებენ

707
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
რას უკავშირდება ლარის გამყარების ბოლო რამდენიმე დღის ტენდენცია – შეფასებებს ფინანსთა მინისტრი და სფეროს ექსპერტები აკეთებენ.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რას უკავშირდება ლარის გამყარების ბოლო რამდენიმე დღის ტენდენცია.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ამერიკულ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ ორ თეთრზე მეტი შეადგინა. დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.25 ლარია. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა.

“ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით – ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებითაც და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე,” – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებენ ლარის გამყარებას სფეროდ ექსპერტებიც:

“როგორც გაუფასურებაზე ისე გამყარებაზე მოქმედებს მოლოდინი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ახლა შეიქმნა პოზიტიური მოლოდინი იმ მიმართულებით, რომ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოვა ტურისტები. ბაზარი უკვე რეაგირებს და შესაძლებელია ვიღაცები უკვე ყიდდნენ დოლარს კიდევაც,” – აცხადებს “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

ქვეყანაში არსებული გარემოს და მაკროპარამეტრების დასტაბილურებას უკავშირებს ლარის გამყარებას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაიაც.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება