Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინელ ხალხს ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას ვურუსვებ – კახა კალაძე

მარშალ პრესი 24/02/2023
კახა კალაძე

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინელ ხალხს ტერიტორიულ ერთიანობას და მშვიდობას უსურვებს. როგორც მან მედიასთან საუბრისას განმარტა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა არაერთხელ გააჟღერა.

„დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, უკრაინის ომთან მიმართებით, ოპოზიციური პარტიების რიტორიკა შეაფასა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: უკადრებელი იკადრეთ მადამ სალომე – გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს
Next: ჩოხატაურის მერია ტვ “პირველი”-ს დეზინფორმაციას პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.