“არავის აქვს პრეტენზია, რომ ახალ სახარებას ან 10 მცნებას დავწერდით საარჩევნო ცვლილებების სახით” – ალეკო ელისაშვილი

355
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე გაუგზავნეს. ახლა პარლამენტი პასუხად საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს ელოდება და პარალელურად იწყებს პროექტის განხილვას.

პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმამ ნდობა უნდა დაიბრუნოს.

“არავის აქვს პრეტენზია, რომ ახალ სახარებას ან 10 მცნებას დავწერდით, საარჩევნო ცვლილებების სახით. მაგრამ აქ მაქსიმალურად არის ყველას იდეა გაერთიანებული. არჩევნებმა უნდა დაიბრუნოს ნდობა და დარწმუნებული ვარ ეს ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა დაიმსახურებს ვენეციის კომისიის მოწონებას,”-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან ერთად აქამდეც ჰქონდათ ცვლილებებზე საუბარი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ნიუანსია, რომელიც საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში ნდობას აამაღლებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მთავარი მიზანი საარჩევნო რეფორმის გაუმჯობესებაა.

“​ჩვენი მთავარი გეზია, ჩვენივე კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესება”-აღნიშნა სარჯველაძემ

საარჩევნო რეფორმასთან მსჯელობა პარლამენტში ხვალაც არის ჩანიშნული. ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

კანონმდებლები ივნისის დასაწყისში ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება