საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე წევრობის განაცხადი და კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო. შეხვედრაზე ჩეხეთმა დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ
