Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის “ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე

მარშალ პრესი 23/02/2023
გია აბაშიძე

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის “ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი “რუსულად” შერაცხვა.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის “ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე.

იმის ნაცვლად, რომ ინიციატივაზე, თუნდაც ოპონენტისთვის მიუღებელზე, მიმდინარეობდეს საგნობრივი დისკუსია, კვლავ მოქმედებს სლოგანური საზეპიროების ტირაჟირება.
არცერთი კანონპროექტია დახვეწილი. ნებისმიერ ინიციატივაში არსებულ ხარვეზებზე საქმიანი სჯა-ბაასია დემოკრატიული პროცესი და არა უშინაარსო, არაფრისმომცემი ფსევდო-აქტივისტობა.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი “რუსულად” შერაცხვა. თუმცა, ნაცოპოზიცია “მაღალი საზოგადოება” რომ არაა, ბავშვისთვისაც ცნობილია.

წარმოდგენილი ინიციატივის შინაარსს არ იცნობენ და ბუნებრივია, არც წამყვან ქვეყანებში არსებულ შესაბამის კანონმდებლობას. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხის გაცნობით და არა ტრაგიკომიკური ფეხების ბაკუნით, გირჩევთ გაეცნოთ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში მოქმედ შესაბამის წესებს უცხოურ გავლენაზე.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს
Next: ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავს მიეძღვნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.