IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებებს სპეკულაციებს უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონოროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.

„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში, დისპოზიციის ნაწილში. კანონპროექტს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება.

დანარჩენი, ოპოზიციის მხრიდან რაც გესმით, სპეკულაციებია. როცა სანქცია მკაცრდება, ამას ავტომატურად პრევენციული ეფექტი აქვს. შესაბამისად, კანონოროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე-მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შედის. კანონმდებლებმა ცვლილებები პირველი მოსმენით 2 სექტემბერს მიიღეს. მას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. პლენარულ სხდომამდე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცვლილებების ალტერნატიული ვერსია წარადგინეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება