IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს.

მისი თქმით, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია. „ჩემი მიზანია ამ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს, რაზეც არის საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე. მომავალზე ორიენტირებულ ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, აქვს კონტაქტი პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის „ლელოსთან“. „ეს ძალა არის ჩემს პოლიტიკურ ღირებულებებთან ახლოს და იქ არის ჩემი ძალიან ბევრი თანამებრძოლი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა გაწევრიანდება თუ არა პარტიაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE