Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უმეტეს შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 22/02/2023
ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

კობახიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმაც, მხარდამჭერებმაც, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სირცხვილია არის “ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა. „ნაცმოძრაობის“ არის თუ არა ჯერ ამით დავიწყოთ, ელემენტარულად „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ ნაცმოძრაობის გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია. ერთი რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, მაგრამ მეორე მთავარი საკითხი არის ის რომ თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვააახ, სამჯერ წავიკითხე, მეგონა მეჩვენება-მეთქი – ზურაბ ქადაგიძე
Next: წინა კამპანიებმა და გადახდილმა ფულმა არ გაჭრა – ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.