Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს – ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

მარშალ პრესი 22/02/2023
ლევან ბერძენიშვილი

თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს, დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა ლევან ბერძენიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს.

„თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენ – აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Post navigation

Previous: ნუთუ ამისთვის ვიბრძოდით 30 წელი? – ნინო ფოჩხუა
Next: თურქეთიდან შემოსულ წამლებზე ცალკეულმა კომპანიებმა ფასები ხელოვნურად გაზარდეს – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.