Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს

მარშალ პრესი 22/02/2023
ზაალ ანჯაფარიძე

„როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს“– წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, რითაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება.

 „ამასწინათ ჩემმა ფბ-მეგობარმა მისაყვედურა შენი პოსტებით ანტი-ევროპულ განწყობებს აღვივებო, თანაც კანდიდატის სტატუსი შემახსენა და ა.შ. რაღაც ეროვნული ფსიქოზის ნიშნები შეიძინა ამ სტატუსის მიღებამ და დააკვირდით, რა სატყუარას უგდებენ ხალხს შინნაზარდი ფსევდო ევრო-პროპაგანდისტები – პენსია და ხელფასი გექნებათ ამდენი და ამდენი და ა.შ. ანუ კვლავ მუქთამჭამელობისკენ უბიძგებენ, რადგანაც ის პენსია და ხელფასი ხომ არა ჩვენი, არამედ ევროპული ეკონომიკის და მათი გადამხდელების ხარჯზე ექნებათ, თუ ექნებათ.

ამიტომაც საზოგადოებაში მატულობს ევროსკეპტიკური განწყობები, საჯარო სივრცეში კი ბევრი ვერ ბედავს მათ გამოხატვას, რომ მერე ბულინგის ობიექტი არ გახდეს. თუმცა, არიან ხალხი ვინც ამას აკეთებს და არ ეშინია. ევროკავშირის სტრუქტურებში ბოლო დროს მოხშირებულ-მომძალავრებული კორუფციული სკანდალები თან უმაღლეს დონეზე, ტრადიციული ევროპული ფასეულობების შეუბრალებელი ნგრევა ევროპელებისვე ხელით, ბუნებრივია ჩვენთანაც იწვევს კითხვებს ყველა თაობის წარმომადგენლებში და ვფიქრობ ეს კითხვარი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. როდესაც ევროპელები გვეუბნებიან, ჩვენი თამაშის წესებით თუ არა ითამაშე, არაფერს მიიღებ და ა.შ.

მაშინ დაგვანახეთ და დაგვარწმუნეთ რომ ეს სამართლიანი თამაშის წესებია. როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს“- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ
Next: ჩვენს მიზნად, პირველ რიგში ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა უნდა გავიხადოთ! რაც შეეხება ჩვენს მომავალს, დიახ ევროპასთან წარმოგვიდგენია, ოღონდ ყველამ იცოდეს თანაბარ და თანასწორი უფლებებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.