IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. მისივე თქმით, მისი ერთ – ერთი მიზანი საქართველოსა და აშშ- ის ურთიერთობების დისკრედიტაციაა.

„ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და ის მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

ჩვენ პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმას ამ ლაბორატორიაზე. ეს არის დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანიც არის ერთი მხრივ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ, ვითომ გარკვეული ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა საქართველოში, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს არაერთხელ განუცხადებია.

რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ხელისუფლება არ რეაგირებს, როგორ შეიძლება ტყუილზე რეაგირება მოახდინო? რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინო? ამ ყველაფერზე სწორი რეაგირება არის კოვიდთან წარმატებული ბრძოლა, მაშინ როცა რუსეთს ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ალბათ, ეს აწუხებს ოკუპანტს, რომ მისი მეზობელი ასეთი წარმატებულია თანამედროვე ტექნოლოგიებში“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება