IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მურთაზ ზოდელავა და ზოდელავასნაირი არაერთი ადამიანი იმ გარემოცვიდან ჩართული იყო სადისტური მართვის სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

„პოლიტიკური რეინკარნაციის საკითხი სრულად დამოკიდებულია საზოგადოებაზე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას არ მიიღებს. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ზოდელავა და ზოდელავას ნაირი არაერთი ადამიანი იმ გარემოცვიდან ჩართული იყო სადისტური მართვის სისტემაში. რომელიც არსებობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაა, რომ სისტემა როგორმე გაამართლონ. ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი იყო თვითონ ზოდელავა და არ მგონია რომ სამეგრელოში ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ფოთში, ხობსა და სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება