IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მაღაზია „ნავნეს“ ინფიცირებული თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ობიექტი გადასამაოწმებელ კონტაქტთა სიაში არ არის, – განცხადებას ამის შესახებ მაღაზიის ადმინისტრაცია facebook-ზე ავრცელებს.

„გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება