Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა – ვახტანგ გომელაური

მარშალ პრესი 22/02/2023
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით,  ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.

„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ასევე,   კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იარაღის რეგულირების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება  მეორე მოსმენით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირების მიზნით, გაზიარებულ იქნა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას.

Post navigation

Previous: ეს არის ლახვარი გახარიასთვის – ბონდო მძინარაშვილი
Next: როდესაც სასუქებით დღემდე ვაჭრობს რუსეთთან ამერიკა, ვერ გაამტყუნებ ამაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.