IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო.

სამსახურმა უკვე შეამოწმა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება