Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეგობრობა, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი – კახა კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე

მარშალ პრესი 21/02/2023
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ის უბედურება, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსაც გავლილი აქვს.

„ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Post navigation

Previous: მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა – ვახტანგ გომელაური
Next: „ქრონიკის“ ინფორმაციით, აკია ბარბაქაძის ოჯახი რუსეთის მოქალაქეებს ბინის დაქირავებაში დაეხმარა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.