IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა ცესკოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა უსაფრთხო იყოს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებშია.

„ძირითადი მითითებები კვლავ არის იგივე – სოციალური დისტანცია, ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირბადე. ჩვენ უკვე ვმუშაობთ როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან, ასევე ცესკოსთან იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების პირობებში არ შეექმნათ ინფექციის გავრცელების კუთხით საფრთხე და საშუალება ჰქონდეთ დისტანციის დაცვის და არჩევნებში ხმის უსაფრთხოდ მიცემის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება