რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

288
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 105 500 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია, ანუ ვაქცინის ორივე დოზა მიიღო 16 147-მა ადამიანმა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 335 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 316 389, გარდაიცვალა 4 569 პაციენტი.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი, „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება