IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გუშინ გაჟღერდა, ესენია ავტობუსის მძღოლი და „ოაზისის“ სტუმარი, რომელიც ექიმების კონფერენციას ესწრებოდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, ერთი კი საკარანტინო სივრცეში იყო და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულებს შორის არის ტრაილერის მძღოლიც, მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა და მან უკვე დატოვა საქართველო. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალსაც, რომელმაც თვითდინებით მიმართა ცხელების ცენტრს და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

გასული დღე ღამის განმავლობაში 1000 ზე მეტი პირი გამოიკვლიეს. დღის განმავლობაში 3 139 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. გაიტესტა „ოაზისში“ მყოფი ყველა პირიც. სასტუმრო ამ დრომდე ჩაკეტილია და გარე პერიმეტს პოლიცია იცავს.

რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 49 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება