IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი არის შემოტანილი, ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კორონავვირუსით დაინფიცირებული 20 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა დადასტურებულ ინფცირებულებთან კონტაქტია, ერთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, შვიდი შემოტანილია, მათგან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება