ბიოლოგი და აქტივისტი ლევან ბუთხუზი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს და წერს, რომ ლოცულობდა, ჯო ბაიდენის ყოფნის დროს დაბომბვა მომხდარიყო, რათა ამერიკას საპასუხო ცეცხლი გეხსნა რუსეთისთვის.
“აღიარების მრცხვენია, მაგრამ თქვენზე ახლობელი ვინ მყავს?! ვლოცულობდი დღეს კიევი დაებომბათ ბაიდენის იქ ყოფნის დროს! კრემლზე ცეცხლი მინდოდა მენახა. მაპატიე ჯო, არავითარი პირადი, უბრალოდ საქმე “- წერს ბუთხუზი, რომელიც ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი პრეზიდენტია.

