Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 20/02/2023
332342387_514881317447942_4869465268992307569_n

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

21 თებერვალს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.

Post navigation

Previous: იქ, სადაც “ქართული ოცნების” ხელი ურევია, ყველაფერი სამარცხვინო ხდება – ეკა მიშველაძე
Next: “N1 სტრატეგიული პარტნიორი”, რომელიც საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლებას რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას მარტივად აძლევს, ქართველებს კი სასიკვდილო გზაზე უშვებს მექსიკის უდაბნოებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.