Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს

მარშალ პრესი 14/04/2022
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, გუნდი „გაკვირვებულია, რომ საკითხი რაოდენობამდე დავიდა“.

“დაახლოებით, ერთი საათის წინ საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი – სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა: თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ, ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა (იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს) და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას: კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, წამობრძანდით თითო“, – განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

 

Post navigation

Previous: სუს-მა გორში აზარტული მთავარი ბუღალტერი დააკავა
Next: დაკავებულია გორის მერიის ერთ-ერთი სააგენტოს ბუღალტერი, რომელიც ბიუჯეტის თანხებს ტოტალიზატორებში რიცხავდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.