Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

დასავლურ პოლიტიკურ წრეებში მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები

მარშალ პრესი 20/02/2023
1001

დასავლურ პოლიტიკურ წრეებში მაღალ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები:

  • ნედ პრა­ი­სი – ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი

ნედ პრა­ი­სი არის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი, ღიად გეი სპი­კე­რი. CIA-სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში კა­რი­ე­რის შემ­დეგ, პრა­ი­სი ახლა მსოფ­ლი­ოს აგე­ბი­ნებს ამე­რი­კის ხმას. მან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ “ვა­შინგტონ პოს­ტში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ღიად და­წე­რა და 2011 წელს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი კი მას დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით მი­მარ­თავ­და. ოფი­ცერ­მა ჰკი­თხა, გეი ხომ არ იყო.

“ეს იყო კი­თხვა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­მის­ვეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემი პა­სუ­ხი იყო ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ცალ­სა­ხა: “არა.“

მო­ვა­ტყუე პო­ლი­ცი­ე­ლი და ვუ­თხა­რი, – “არა, მე არ ვარ გეი.“ მან მი­თხრა, რომ თავი ამე­რი­დე­ბი­ნა პარკთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სვე­ლი წერ­ტი­ლით სარ­გებ­ლო­ბის­გან და გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, მე დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი“, – იხ­სე­ნებს აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი. ამის შემ­დეგ პრა­ის­მა ოფი­ცერს სი­მარ­თლე უთხრა და მი­უ­თი­თა, რომ შე­კი­თხვე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი იყო შე­უ­სა­ბა­მო და ღრმად მტკივ­ნე­უ­ლი.

“ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­მარ­თლის თქმა“, – წერ­და პრა­ი­სი.


  • იენს შპა­ნი – გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი

იენს შპა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. მან კი­დევ უფრო დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სის გა­დაჭ­რა­ში სა­კუ­თა­რი რო­ლით მი­აღ­წია. შპა­ნი 2017 წელს ჟურ­ნა­ლისტ და­ნი­ელ ფუნ­კე­ზე და­ქორ­წინ­და.


გრანტ რო­ბერტსო­ნი – ახა­ლი ზე­ლან­დი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რი 2020-2023 წლებ­ში

რო­დე­საც ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ე­რის პოს­ტი ჯა­სინ­და არ­დერნ­მა ჩა­ი­ბა­რა, ვიცე-პრე­მი­ე­რად მან გრანტ რო­ბერტსო­ნი და­ნიშ­ნა. ჯა­სინ­დას მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ყვე­ლა­ზე ინ­კლუ­ზი­უ­რად და მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. გრანტ რო­ბერტსო­ნი არის ღიად გეი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გარ­და ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელ­საც იკავ­დებ­და და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა იყო.


  • ხა­ვი­ერ ბე­ტე­ლი – ლუქ­სემ­ბურ­გის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

2018 წელს ლუქ­სემ­ბურ­გის დიდი სა­ჰერ­ცო­გოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ღიად გეი პრე­მი­ე­რი. ბე­ტე­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია არ­ქი­ტექ­ტორ გო­ტიე დეს­ტე­ნა­ზე. წყვილ­მა 2015 წელს იქორ­წი­ნა, სწო­რედ ამ წელს გახ­და ლუქ­სემ­ბურ­გში გეი ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი.


  • კა­რინ ჟან-პი­ე­რი – თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის მთა­ვა­რი მო­ად­გი­ლე

ის არის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ღიად გეი ქალი და ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ მე­ო­რე შავ­კა­ნი­ა­ნი ქალი, რო­მელ­მაც თეთრ სახ­ლში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

“მე ვარ შავ­კა­ნი­ა­ნი, გეი, ემიგ­რან­ტი ქალი – სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვარ პირ­ვე­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს არ მოხ­დე­ბო­და, ჩე­მამ­დე ბა­რი­ე­რე­ბის დამ­რღვე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ“, – თქვა მან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის 2020 წელს, ბა­ი­დე­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს და­ი­ნიშ­ნა შტა­ბის უფ­რო­სად.


ლეო ვა­რად­კა­რი – ირ­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი

ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კო­სი ირ­ლან­დი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რია. მან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის დროს.

 

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკელ სენატორებს შეხვდა
Next: ჩვენ ვაცნობეთ რუსებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გაემგზავრებოდა კიევში – ჯეკ სალივანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.