Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუნხენში ვიმყოფებოდი და ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში – პრემიერი

მარშალ პრესი 20/02/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

მიუნხენში ვიმყოფებოდი და ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის იმ ინტერესების გატარება უნდა გააგრძელოს, რომელიც მხოლოდ ხალხს და ქვეყანას სჭირდება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არანაირ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე არ იქნებოდა საუბარი. მე მოგეხსენებათ, რომ მიუნხენში ვიმყოფებოდი. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. გამოსავალი არ ჩანს. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“ – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა
Next: რუსი უფლებადამცველისთვის “დაზაკაზებული” აქციები იწყება – კანცელარიასთან ნემსი არ ჩავარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.