Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ყველაზე ცინიკური თუ რამე მახსენდება, ის ამბობდა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა გაიაროს

მარშალ პრესი 20/02/2023
რატი ბრეგაძე

ყველაზე ცინიკური თუ რამე მახსენდება, ეს არის იმჟამინდელი პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების ნაწილთან, სადაც ის ამბობდა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, მან სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა გაიაროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ერთია საერთაშორისო საზოგადოება რას ამბობს, მაგრამ მეორეა, სახელმწიფოში, ხელისუფლებაში მოქმედ მთავარ პირებს რამდენად შესწევთ უნარი, დაინახონ საკუთარი მინუსები. რას პასუხობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის არაადამიანურ მეთოდებზე – პასუხი იყო ნულოვანი ტოლერანტობა და ასევე იგივე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში იკითხება რა იყო მათი პასუხი – ის, რომ ადამიანს, რომელიც გაბედავდა პროპაგანდისტული თვალსახვევი ოდნავ მაინც ჩამოეწია და დაენახა სიმართლე, თავზე ჩამოაცმევდნენ ტომარას და შემდეგ შესაძლოა, ხელკეტების ჯერის ქვეშაც გაეტარებინათ, რათა მას არ ეღიარებინა, თუ რა ხდებოდა. ეს იყო მათი პასუხი.

ყველაზე ცინიკური თუ რამე მახსენდება, ეს არის იმჟამინდელი პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების ნაწილთან, სადაც ის ამბობს, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, მან უნდა გაიაროს სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. ამაზე მეტი ცინიზმი და დაცინვა, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისა რა უნდა ყოფილიყო და რაზეც ვსაუბრობ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს „Youtube“-ის მეშვეობითაც შეუძლია ნახოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: გივი კვლავ იმუქრება
Next: რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თუ არ ვცდები, ამ ადამიანს უკვე 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს? – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.