IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქში გავრცელებულ დეზინფორმაციებთან დაკავშირებით წერს, რომელიც, მისი თქმით, ნაც.მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული.

ნაცსექტაში გაცემული დავალებებიდან სოცქსელებში გამოიკვეთა 3 ძირითადი ყალბი ამბავი. კერძოდ:

1. პუტინის კოვიდვაქცინა უნდა შეიძინოს საქართველომ. არა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: “ქვეყანამ გააკეთა განაცხადი და შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის, 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა. როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით, ჩვენ ასაცრელ მასალას მივიღებთ”.
 როგორ გგონიათ კრემლის მიერ მოძულებული ლუგარის ლაბორატორია რუსულ ‘ვაქცინას’ შეიძენს?!

2. ქართველი მესაზღვრე ევროკავშირში წასვლას აგვიკრძალავს.
 სინამდვილეში საუბარია ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით, იმ არსებული წესების განუხრელად დაცვაზე, რომლითაც საქართველო თავიდან აიცილებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ეს წესები კი ყველამ ვიცით:
ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღიდან არანაკლებ 3 თვეა;
ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალირად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
დ) სამოგზაურო დაზღვევა;
ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტყუილად რომ არ იწოწიალონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და უკან გამობრუნების მაჩვენებელი არ გაიზარდოს i.e. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
ევროპელი მესაზღვრეები ქუთაისის აეროპორტში რომ მორიგეობდნენ ჩვენი “სუვერენიტეტი ხომ არ ირღვეოდა?!” ანდა “ქართველობას ხომ არ გვართმევდნენ?!”

3. დენდროპარკი ფასიანი ხდება. ეს უკვე ლევან ხაბეიშვილებისა და ელისო კილაძეების კლასტერის მორიგი პრიმიტიული ბოდვაა ბოდვათა შორის.”- წერს გია აბაშიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება