IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წყალტუბოში,  სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ.

ძალიან მიხარია, გვაქვს საოცრად პოზიტიური და დადებითი დღე იმერეთში. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვიამაყოთ დევნილების სააგენტოსა და სხვა კოლეგა სამინისტროების მხრიდან და ქალბატონი მაია ციქტიშვილის დიდი ძალისხმევით გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დევნილი მოსახლეობა ერთი მხრივ, არის ჩვენი დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გული გვწყდება იმ ტერიოტირებზე, რომელიც დღესდღეობით არის ოკუპირებული და ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მშვიდობიანი მოლაპარაკებების, საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გზით, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ყველა ეს ტერიტორია, ასევე მოვახერხოთ და დავიბრუნოთ თქვენი სახლს-კარი, მშობლიური ადგილ-მამული. მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მდგომარეობაში შეგიქმნათ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი პირობები, ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელიც საქართველოს ყველა მოსახლეს და მოქალაქეს ეკუთვნის. გვერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დევნილი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იყოს ადეკვატური, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობები. ნამდვილად, ჩვენი საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ უკვე წელს, მიუხედავად პანდემიისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს, მაინც არ ვანელებთ ტემპს და ვახერხებთ დევნილი მოსახლოებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება