Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი – წამებულად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მწამებლად არის მოხსენიებული, ვერავითარი ფასი ვერ ექნება და ვერ იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე

მარშალ პრესი 19/02/2023
ანდრია გვიდიანი

ეს რეზოლუციები არაფერზე მეტყველებს, – ასე უპასუხა ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა კითხვას, რაზე მეტყველებს ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და რატომ ვერ მოახერხა ევროდეპუტატებთან სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებამ.

„ასეთი სახის რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი – წამებულად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მწამებლად არის მოხსენიებული, რასაკვირველია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება და ის ვერანაირად ვერ იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე, განწყობებზე და ა.შ. რეზოლუციებით თუ სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტით შავზე თეთრს როდესაც გვიმტკიცებენ და გვეუბნებიან, თურმე საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, ქვეყანაში დიქტატურაა, პატიმრებს ვაწამებთ, მეორე მხრივ, გვაქვს ასევე ევროპის ოფიციალური ინსტიტუციების კვლევები, შეფასებები, სადაც საქართველო ყველგან არის მოწინავე ადგილზე, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია ევროპარლამენტის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალები და, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის კარგად არის გასაგები, რომ ეს არის ფულით ნაყიდი რეზოლუციები. კატარის კორუფციული სკანდალის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტში თურმე ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება და რამდენიმე ევროპარლამენტარი დაკავებულია კორუფციის ბრალდებით“, – განაცხადა გვიდიანმა.

Post navigation

Previous: დღეს ჩვენ ვხედავთ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ევროპას – თამთა მეგრელიშვილი
Next: უნგრეთი მეზობელ უკრაინაში ომის გარეთ დარჩება, ხოლო დანარჩენი ევროპა უკვე ირიბად ომშია რუსეთთან – ვიქტორ ორბანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.