IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანა ჯაბაურის აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ,  ცოტნე გამსახურდიამ ფოტოზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო.

“მე ცოტნეს სურათი ვაჩვენე ამ პიროვნების, სახელი და გვარი ვუთხარი და ვკითხე, იხმარა თუ არა მან დანა ამ ჩხუბში ცოტნეს წინააღმდეგ.

მე და ცოტნეს გვაქვს არავერბალური კონტაქტი, რადგან ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება, ჟესტიკულაციის დონეზე ვკონტაქტობთ და ხელის მოჭერით მაგრძნობინებს პასუხს. რაღაცას რომ ვეკითხები და თუ უნდა რომ თანხმობა გამოხატოს, ხელს მიჭერს. როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი, ანუ დამეთანხმა“, – განაცხადა ჯაბაურმა

ცნობისთვის, 2019 წლის 17 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება